თეგი: სასამართლო რეფორმა

კელი დეგნანი: შეერთებული შტატები და საქართველო, როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით

ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ქვეყნისთვის ღირებული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ წელს და მანამდეც აშშ-ის კონგრესიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დემოკრატიულ პროცესების უკუსვლაზე შეშფოთებები მოვისმინეთ. პირადად თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ დემოკრატიული პროცესის დასაცავად. საქართველოს მთავარობა კი აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი გეგმიურად პარტნიორებთან კოორდინაციით მიდის. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთწინააღმდეგობა. შეერთებული შტატები მეტ რეფორმას ითხოვს, საქართველოს მთავრობას კი დამკვირვებლების შეფასებით, რეფორმების ნაწილში ჩავარდნები აქვს? რის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ უკეთესს პროცესს შეუწყოს ხელი და რა მოხდება, თუ არაფერი შეიცვლება? - ამ კითხვით მიმართა კელი დეგნანს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა. „ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლო და საარჩევნო რეფორმები მთავარ პრიორიტეტად დაისახეს. ამ მხრივ, მეტი ძალისხმევა უნდა დავინახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, იმისთვის, რომ რეფორმები ღირებული იყოს, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს.  საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა დიდი ხანია, რაც აქვს და ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით და როგორც კარგი მეგობრები, ერთმანეთს უთანხმოებაზე ვეუბნებით. ხდებოდა სწორედ ეს, პირდაპირი გამოხატვა იმის, თუ რა იმედები გვაქვს, ან რისკენ მოვუწოდებთ საქართველოს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად. აშშ მზადაა, საქართველოს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში დაეხმაროს. ვერაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება და რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვირჩევია ეს კერძო საუბრები იყოს, მაგრამ ზოგჯერ საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც რეფორმების ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ეს ღია საუბარია და ჩვენ ამას როგორც საქართველოს მეგობარი, ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. 

ელჩი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ბრალდებები არის გაუაზრებელი და კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება

აშშ-ის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არის წინააღმდეგობა საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი კონსულტაციების საგანია უკვე დიდი ხანია და ყველა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მორიგ განცხადებაზე ჰკითხეს.  „ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობს სასამართლო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. იყო კარგი ძალისხმევა ამ კუთხით, მაგრამ ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ დამატებით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ამაზე თანხმდებოდა პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი. არ მესმის, ახლა რატომ არის წინააღმდეგობა ამ რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხზე მუშაობს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რიგი ექსპერტებიც არიან ჩართულნი და ჩემთვის ცოტა დამაბნეველია, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ამ საკონსულტაციო პროცესთან მიმართებით, რომლის მთავარი მიზანიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და რაზეც აღვნიშნე, რომ პროგრესი მიღწეულია. ამასთან დაკავშირებით, მზაობა არაერთხელ დააფიქსირეს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა და ეს არიან ის ორგანიზაციები (ვენეციის კომისია, OSCE/ODIHR), რომლებიც მუშაობენ სამართლებრივ საკითხებზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით და მათი რეკომენდაციები ეხება იმას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. ამ საკითხზე მსჯელობა აქამდეც ხშირად ყოფილა, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების პროცესშიც და ასევე სხვა დროსაც“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ მან არ იცის, ვის წარმოადგენს ხსენებული ჯგუფი ( „ხალხის ძალა“, რედ.). „არ ვიცი, რას და ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიისგან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს, ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ისმის, არის უგუნური და კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარებაში, იმის უზრუნველყოფაში, რომ ის უფრო დაცული და სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა იყოს.  ეს არის ის, რასაც ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ უკვე 30 წელია და მომავალშიც განვაგრძობთ იგივე საქმიანობას“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება, რომ შეერთებული შტატები არის პასუხისმგებელი პოლარიზაციაზე, რომელიც საქართველოში არსებობს, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობაა მათგან, ვინც იციან, რომ პასუხისმგებლები თავად არიან. ელჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები 30 წელზე მეტია, ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე. „შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხსენონ, საიდან დაიწყო ეს პოლარიზაცია სამი-ოთხი წლის წინ. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები - აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში მხოლოდ ეხმარებიან. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კარგი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა და განსაკუთრებით, ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც ევროკავშირმა გასცა, მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ შეასრულებდნენ. ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ფოკუსირდეთ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. რა რეკომენდაციებს მოიცავს აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილი დოკუმენტი შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“.  

რა რეკომენდაციებს მოიცავს აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილი დოკუმენტი

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“. Europetime დაინტერესდა რა შინაარსისაა ეს დოკუმენტი და ამერიკის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებს გთავაზობთ: საკვანძო რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულებისსისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე,ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს. ეს რეკომენდაციებიდეტალურია, თუმცა არა ყოვლისმომცველი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არის სხვა საკითხებიც, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს. იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პარლამენტს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებს, ნაბიჯები გადადგან კონსესუსისკენ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს პარლამენტისა და ქართველი ხალხის ძალისხმევას, შექმნას ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო. ზოგადი რეკომენდაციებისასამართლო რეფორმის საერთაშორისო შეფასება: შეფასება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პროცესისშედეგად და დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ გაცხადებული ვალდებულებების შესაბამისად. მომავალში განსახორციელებელ რეფორმებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეფასებამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზები, არამედ, ასევე, უნდა შეისწავლოს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების განხორციელების ხარისხი და მისი გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე. პარლამენტმა უნდა განიხილოს შეფასების პროცესში ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR), ან ვენეციის კომისიის ჩართვის შესაძლებლობა. პარლამენტმა უნდა განიხილოს სამუშაო ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობა და ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართოს სასამართლო ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტები, სამართლის ექსპერტები და საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჯგუფის წევრებს გაუზიაროს საკუთარი ხედვა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და წარმოადგინოს რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები. დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება: უნდა გაუმჯობესდეს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით შერჩევისა და დანიშვნის წესები და ამ პროცესის გამჭვირვალობა. მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესრულებას და დაადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესს. სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება: სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთიგამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის, ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით. რამდენადაც შესაძლებელია,გადაწყვეტილებები სენსიტიური საქმეების შემთხვევაშიც უნდა გამოქვეყნდეს დაშტრიხული სახით, ან გამოძიების ეტაპის დასრულების შემდგომ. გენდერული თანასწორობა: საქართველოში მოსამართლეთა 50%-ზე მეტს ქალები წარმოადგენენ. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში გენდერული ბალანსი დაცულია. თუმცა, ქალ მოსამართლეთა მიერ დაკავებული ადმინისტრაციული/საკვანძო თანამდებობების რაოდენობა არ ასახავს არსებულ გენდერულ ბალანსს. რეკომენდაციას ვუწევთ გარკვეული გარანტიების შემოღებას, რათა სასამართლო სისტემის საკვანძო პოზიციებზე და მოსამართლეთა დანიშვნებისას „ორივე სქესის დაბალანსებული წარმომადგენლობის“ უზრუნველყოფა მოხდეს. პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყონ გენდერული ბალანსი სასამართლო სისტემაში და, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ პოზიციებზე მოსამართლეთა დანიშვნისას, თუმცა, იმავდროულად, არ უნდა მოხდეს ძირითადი შერჩევის კრიტერიუმების იგნორირება.ნაფიც მსაჯულთა გამოყენების საფუძვლების გაფართოება: რეკომენდაციას ვუწევთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას, რათა შესაძლებელი გახდეს მსაჯულთა გამოყენებამაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, როგორიცაა, მაგალითად, კორუფციული დანაშაული, თანამდებობის ბოროტად გამოყენება,ასევე მაღალი სარჩელის ფასის მქონე სამოქალაქო/ქონებრივი დავები. ამგვარი ცვლილება მხარეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზად და, ასევე, გაზრდის საზოგადოების ნდობასმნიშვნელოვან საქმეებზე შედეგების მიმართ. მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. მკაცრად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თითოეული კანდიდატი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორიცაა, მაგალითად, იურიდიული განათლება. რეკომენდაციას ვუწევთ წარსული საქმიანობისა და კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის შემუშავებას/დახვეწას, რომლის დროსაც მოხდება ინფორმაციის ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება და შეფასების შედეგის გამოქვეყნება. გამჭვირვალობის ბუზრუნველსაყოფად აუცილებელია, შეფასების შედეგები გამოქვეყნდეს დროულად, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, იმსჯელოს კანდიდატის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა - პარლამენტი/პრეზიდენტი: პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესისაბჭოს არამოსამართლე წევრები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გამჭვირვალე შერჩევა, სადაც ოპოზიციური პარტიების, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. პარლამენტმა, ამ მნიშვნელოვანი ვაკანსიის შევსებისას, უნდა მოიაზროს მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის, აპოლიტიკური კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერით დანიშნოს. კანონმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის პროცესი და შესაბამისობაში მოიყვანოს იგი წევრთა დანიშვნების რეკომენდებულ საპარლამენტო პროცესთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა: კენჭისყრის და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოსამართლე წევრთა სრული კონტროლის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება მწვავე დისკუსიის საგანია. საკითხს ამწვავებს ისიც, რომ პარლამენტმა ამ დრომდე ვერ შეძლო არამოსამართლე წევრთა ვაკანტური პოზიციების შევსება. იმისათვის, რომ გაძლიერდეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ხმა და შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას. ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას, რათა არ მოხდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ერთდროული განახლება. ასევე, საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით აირჩევა/დაინიშნება მისი შემცვლელი. საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც, ყოველ ჯერზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრთა მხოლოდ ერთი მესამედით განახლდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა: საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული დანაწესი 2021 წლის დეკემბრამდე არსებულ რედაქციას უნდა დაუბრუნდეს და გაითვალისწინოს საბჭოს წევრთა ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობის აკრძალვა. აღნიშნული ცვლილება გაზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევა - მოსამართლეთა კონფერენცია: კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის არსებული პროცედურა. ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, წინასწარ დარეგისტრირდეს და წარადგინოს თავისი ხედვა, რათა მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ კენჭისყრამდე შეაფასონ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას. ასევე, კონფერენციის მონაწილე თითოეულმა მოსამართლემ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს, შესავსები ვაკანსიების რაოდენობის მიუხედავად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანსია უნდა შეივსოს იმ კანდიდატებით, რომლებიც დააგროვებენ ხმათა მეტ რაოდენობას. კანონის არსებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისათვის აუცილებელია კონფერენციაზე დამსწრე წევრთა მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა, უნდა გაუქმდეს. მას შემდეგ, რაც ყველა ვაკანტური ადგილი შეივსება, დარჩენილი კანდიდატებისგან, მათ მიერ დაგროვილი ხმების კლებადობის მიხედვით, უნდა შედგეს სარეზერვო სია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეივსოს ამ სარეზერვო სიაში მყოფი შემდგომი კანდიდატით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის ოთხწლიანი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. სასამართლოს ხელმძღვანელ პირთა წევრობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში:იმისათვის, რათა თავიდან იყოს აცილებული ძალაუფლების კონცენტრაცია მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში და შემცირდეს რამდენიმე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციაზემყოფ მოსამართლეთა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და სასამრთლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა:მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისთვის რეკომენდებული ორმაგი 2/3-ის მხარდაჭერის მოდელის მსგავსად, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. ეს მოდელი შეამცირებს სისტემის ბოროტად გამოყენების რისკებს და ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად. უნდა მოხდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მოსამართლეთა დისციპლუნური პასუხისმგებლობის შესახებ 2021 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გადახედვა იმ რისკების გამო, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები ქმნის, კერძოდ: (1) მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაძლებლობა “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” პრინციპის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული სტანდარტის ბუნდოვანმა განმარტებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მისი არაკეთილსინდისიერი და ბოროტად გამოყენება; და (2) დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა, რადგან ამ ღონისძიებას არ აქვს საკმარისი გარანტიები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების გამჭვირვალობა: გამჭვირვალობის ზრდა გაზრდის საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კანონში უნდა შევიდესცვლილებები, რათა განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების „ღიაობა“ და „საჯაროობა“. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს ყველა სხდომა გახდეს ღია საზოგადოებისათვის სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისა და, ასევე, სხდომების აუდიო/ვიდეო ჩანაწერების საბჭოს ვებგვერდზე განთავსების გზით. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედი წესების აღსრულებისკენ, რაც გულისხმობს, მათ შორის, საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს შეხვედრების დღის წესრიგის გამოქვეყნებას შეხვედრების ჩატარებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, რომლის დაცვაც ამჟამად არ ხდება. მოსამართლეთა სპეციალიზაცია: სპეციალიზაცია და ვიწრო სპეციალიზაცია ყველა სასამართლოსთვის უნდა განისაზღვროს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. მოსამართლისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) კონკრეტული სპეციალიზაციის, ან ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის კვალიფიკაციის ობიექტურ შეფასებას და გადაწყდეს მოსამართლის თანხმობის საფუძველზე. უზენაესი სასამართლოკონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევა: უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეებისშენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენა და არჩევა მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უახლოეს წარსულში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ღია კენჭისყრას საბჭოში, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და ქულებით საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების გამოვლენას, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეფორმირებას. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერარჩევასთან დაკავშირებით. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის.

ამერიკის საელჩო: 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს რეფორმებისთვის, მათ შორის სასამართლო სისტემაში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს და აცხადებს, რომ პროფესიონალი, გამჭვირვალე, ეფექტიანი სასამართლო სისტემა არის ძლიერი დემოკრატიის საფუძველი. „შეერთებული შტატები ამაყობს ოცზე მეტი წლის თანამშრომლობით საქართველოს სასამართლო სისტემასთან ამ უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერების მხარდასაჭერად. დღეს საელჩოსა და USAID-ის წევრები შეხვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ჩვენი თანამშრომლობის ისტორია, მიმდინარე და მომავალი პროგრამები. 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს რეფორმებისთვის, მათ შორის სასამართლო სისტემაში, რათა მიიღწეს მოქალაქეებისთვის ის, რაც მათ დიდი ხანია, თქვეს, რომ სურთ: უფრო წარმატებული, უფრო უსაფრთხო, ევროპული მომავალი. აშშ-ის მისია საქართველოში მზადაა თქვენ მხარდასაჭერად, - აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.     

ისრაელის უშიშროების მინისტრის თქმით, გადაიდო სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ძლიერი მოკავშირე ამბობს, რომ ქვეყნის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმა სულ მცირე რამდენიმე კვირით გადაიდო. ინფორმაციას Washington Post-ი აქვეყნებს. ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ამბობს, რომ ის დაეთანხმა კანონმდებლობის გაჭიანურებას, ვიდრე პარლამენტი 30 აპრილს ზაფხულის სესიაზე არ შეიკრიბება.  ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის მედიის ცნობით, მთავრობა შეაჩერებს სასამართლო რეფორმას, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია  

ისრაელის პარლამენტმა მასობრივი პროტესტის გამომწვევ პირველ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ისრაელის დეპუტატებმა უკიდურესად საკამათო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. კანონი უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას ართმევს, გააუქმოს მთავრობის ქმედებები, რომლებსაც ის არაგონივრულად მიიჩნევს. BBC-ის თანახმად, ეს კანონპროექტი პირველია სადავო რეფორმების იმ სერიაში, რომელიც სასამართლოების ძალაუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული. დაგეგმილმა რეფორმებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ხსენებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნიან ისრაელს, როგორც დემოკრატიას. მთავრობა ამტკიცებს, რომ ზომები აუცილებელია ძალაუფლების დისბალანსის გამოსასწორებლად, რომლის დროსაც სასამართლოები უფრო ხშირად ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კენჭისყრას ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ კანონის მისაღებად, მმართველი კოალიციის 64 წევრის ხმა საკმარისი იყო. ოპოზიციის ლიდერმამ, ყოფილმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ქნესეთში (პარლამენტში) გამოსვლისას ამ ნაბიჯს „ექსტრემალური უმცირესობის მიერ ისრაელის უმრავლესობის ხელში ჩაგდება“ უწოდა. მისგან განსხვავებით, ისრაელის იუსტიციის მინისტრს მიაჩია, პირველი ნაბიჯი გადაიდგა ისტორიულ პროცესში სასამართლო სისტემის გამოსწორების მიზნით.“ ამ პროცესების პარალელურად, ორშაბათს დილით მომიტინგეებს, რომლებიც ქნესეთთან მდებარე ტერიტორია დაბლოკეს, წყლის ჭავლი დაუმიზნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი მომიტინგე დაშავდა, ექვსი კი, დააკავეს. სხვა მომიტინგეებმა ალყა შემოარტყეს პოლიციის ფურგონს და ყვიროდნენ - „სირცხვილი“ ოფიცრებს. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა BBC-ს განუცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა „დიქტატურას.“ პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პარლამენტში კენჭისყრაზე გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც კვირას საავადმყოფოდან გაწერეს. მას შაბათს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.